ჯანმო-მ გამოაცხადა „ომიკრონის“ აღმოჩენა მსოფლიოს 106 ქვეყანაში

ჯანმო-მ გამოაცხადა „ომიკრონის“ აღმოჩენა მსოფლიოს 106 ქვეყანაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) იტყობინება, რომ ომიკრონის კორონავირუსის შტამით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს 106 ქვეყანაში.

ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ადრე დომინანტური დელტა, იმუნიტეტის მაღალი დონის მქონე ქვეყნებშიც კი. თუმცა, მონაცემები ომიკრონის კლინიკური სიმძიმის შესახებ ჯერ კიდევ შეზღუდულია.

დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კვლავ იზრდება, რამაც შესაძლოა მალე გადატვირთოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემები.

ასევე, დაავადების ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა ახლა ფიქსირდება დასავლეთ წყნარი ოკეანის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.

ჯანმო აგრძელებს კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო რისკის ძალიან მაღალ შეფასებას.

შეგახსენებთ, რომ პირველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონის იდენტიფიკაცია 26 ნოემბერს გამოაცხადა. წინასწარი მტკიცებულება ვარაუდობს, რომ სხვა შტამებთან შედარებით, კორონავირუსის ამ ვარიანტით ხელახალი ინფექციის რისკი იზრდება.